„ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ მიიღწევა“ – შარლ მიშელმა უკრაინის პროგრესი შეაფასა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინას მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული რეფორმების ხელშეწყობა და ევროკავშირში ქვეყნის წევრობისთვის გაწეული სამუშაო მიულოცა.

მიშელმა ზელენსკი დაარწმუნა, რომ ბლოკში გაწევრიანების შესახებ უკრაინისა და მოლდოვის ლეგიტიმური მისწრაფებების მხარდაჭერაში ძალისხმევას არ დაიშურებს.

„როგორც იცით, ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ მიიღწევა. გაფართოება არის და იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი“, – ხაზგასმით აღნიშნა მიშელმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს თან ახლავს მოთხოვნები და ზოგჯერ შეიძლება იმედგაცრუებაც გამოიწვიოს, მაგრამ საჭირო სამუშაო უნდა გაგრძელდეს – განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები