უკრაინის პრეზიდენტი მაია სანდუს და შარლ მიშელს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს და ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, ჩვენი ექსპორტის გაფართოება მოლდოვის ტერიტორიის გავლით და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, ენერგეტიკული გამოწვევები ჩვენი ქვეყნების წინაშე და, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროინტეგრაცია“, – წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდნენ.