“ნოემბერში უკრაინულმა არმიამ 13 700-ზე მეტი სამხედრო დაკარგა” – შოიგუ

რუსეთის ავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, ნოემბრის დასაწყისიდან უკრაინის არმიამ 13700-ზე მეტი სამხედრო დაკარგა.

მისივე განცხადებით, თვის დასაწყისიდან უკრაინამ სხვადასხვა შეიარაღებისა და მძიმე ტექნიკის 1800 ერთეული დაკარგა.

მისი მტკიცებით, რუსული არმია აგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი პოტენციალის შემცირებას ყველა მიმართულებით.

შოიგუს თქმით, უკრაინელი ჯარისკაცების დიდი ნაწილი ნებდებიან.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ რუსი სამხედროები ურთულეს პირობებში მოქმედებენ გაბედულად და ეფექტურად და ასრულებენ დაკისრებულ ამოცანებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები