ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც 20 ნოემბერს აღინიშნება, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში იმ ჩვილების და ბავშვების ფოტოები გაავრცელა, რომლებიც “ჰამასმა” 7 ოქტომბერს გაიტაცა და დღემდე ჰყავს დატყვევებული.
„ყველა სახეს შეხედეთ. ესენი არიან ჩვილები და ბავშვები, რომლებიც “ჰამასის” ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს და ღაზაში ჰყავთ. ისინი თავიანთ ოჯახებთან უნდა იყვნენ და არა – საპატიმრო ოთახში სადღაც ღაზაში. დააბრუნეთ ისინი სახლებში!”, – წერია განცხადებაში.
7 ოქტომბერს “ჰამასმა” მძევლად 200-ზე მეტი ადამიანი აიყვანა, მათ შორის 40-მდე ბავშვია.