ღაზაში დაღუპული, ისრაელის ჯარისკაცების რიცხვი 65-მდე გაიზარდა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში დაღუპული კიდევ ორი ​​ჯარისკაცის ვინაობა დაასახელეს.

Times of Israel-ი წერს, რომ, ამრიგად, დაღუპული სამხედროების რაოდენობა 65-მდე გაიზარდა.

ინფორმაციის თანახმად, 19 ნოემბერს ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს ორი სერჟანტი დაიღუპა, ორივე საპარაშუტო ბრიგადის 890-ე ბატალიონში მსახურობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები