“გონს მოვიდა” – როგორია კოსტა სანიკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

“რუსთავი 2-ის” პროექტ “პრაიმ ჰაუსის” ყოფილი მონაწილის კოსტა სანიკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. აღნიშნულის შესახებ სანიკიძის მეგობარმა ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ განუცხადა.

“ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ უკეთესობაა. გონს მოვიდა. რაც მნიშვნელოვანია აპარატიდან გამოაერთეს“, – ამბობს სანიკიძის მეგობარი.

შეგახსენებთ, კოსტა სანიკიძე გამთენიისას საკუთარ სახლში, მუცლის არეში დაჭრეს. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები