მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა
მახათას მთაზე, ივერიის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა.
დღეს ტაძარში დააბრძანეს „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს” ხატი, რომელიც ეპარქიებში მოგზაურობდა.
ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისა და კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 45-ე და დაბადებიდან 90-ე წლისთავის საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს” ხატის ასლის მოგზაურობა საქართველოს ეპარქიებში 13 ივლისს დაიწყო.