უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართველები სოციალურ ქსელში წერენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ბახმუტთან მიმდინარე ბრძოლას ემსხვერპლა. ის აფხაზეთიდან დევნილი იყო.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იქ რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები