“ჰამასმა” მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკება შეწყვიტა

რუსეთში ისრაელის ელჩმა, ალექსანდრე ბენ ცვიმმა განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკება აღარ მიმდინარეობს.

„რაც შეეხება მძევლებთან დაკავშირებულ სიტუაციას, ჩვენთვის ის უცნობია. ყველა თხოვნის მიუხედავად, “ჰამასს” მათთან მყოფთა სიაც კი არ წარმოუდგენია, რა მდგომარეობაში არიან ისინი, ცოცხლები არიან თუ არა. ჩვენ არ ვიცით, იქ რა ხდება, ამიტომ, ძალიან რთულია რაიმე მოლაპარაკების წარმართვა ისე, რომ არც იცი, რაზე ლაპარაკობ”,- თქვა ელჩმა, – წერს “ინტერფაქსი”.

მისი თქმით, „რამდენადაც მე ვიცი, ჩვენ ახლა არ გვაქვს მოლაპარაკებები; “ჰამასმა” ისინი საკუთარი ინიციატივით შეაჩერა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები