ფილიპინებზე ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა, თუმცა, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ზარალი და განმეორებითი ბიძგები

ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიურ ინსტიტუტში განაცხადეს, რომ ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი, 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ცუნამის საფრთხე არ ცხადდება, თუმცა, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ზარალი და განმეორებითი ძლიერი ბიძგები.

ამის შესახებ Philippine News Agency წერს.

ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ ასეთი სიდიდის მიწისძვრას ზღვის დონის უჩვეულო რყევების გამოწვევა შეუძლია.

მიწისძვრა სარანგანში, დასავლეთ დავაოში მოხდა.

თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია 6,9 მაგნიტუდის შესახებ და ეტაპობრივად 7,2-მდე დაკორექტირდა.

როგორც SkyNews წერს,  ​რადიოწამყვანმა, ლენი არანეგომ დაწერა, რომ ძლიერმა მიწისძვრამ კედლები ჩამოანგრია და მაგიდებიდან კომპიუტერები გადმოაგდო.

სამხრეთ კოტაბატოს აეროპორტში მგზავრების ევაკუაცია ასაფრენ ბილიკზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები