ბაქოში ისრაელის საელჩოში ტერაქტი აღკვეთეს – დაკავებულია წარმოშობით ირანელი მამაკაცი

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბაქოში დღეს მამაკაცი დააკავა, რომელიც ისრაელის საელჩოს შენობის აფეთქებას გეგმავდა.

ადგილობრივი გამოცემა – Minval-ი წერს, რომ „აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებულ მამაკაცს ბაქოში ისრაელის საელჩოს აფეთქება სურდა“.

APA ძალოვან უწყებაში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ “მამაკაცმა შენობაში შეიარაღებული შეღწევა სცადა”.

ისრაელის მედია, კერძოდ კი, გამოცემა Ynet-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ “აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა ისრაელის საელჩოზე ტერაქტის მცდელობა აღკვეთეს”.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული, რომელიც იარაღით ხელში საელჩოში შეჭრას ცდილობდა – წარმოშობით ირანელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები