„ქართული ლეგიონი“: უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, 9 კი დაიჭრა
„ქართული ლეგიონის“ ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, 9 კი დაიჭრა.
„დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს ქართული ლეგიონის ორი მებრძოლი, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპა. დაჭრილია ცხრა მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. დიდება გმირებს!“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ქართული ლეგიონი“ „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს.