“ისრაელს ბირთვული იარაღი აქვს, მაგრამ მისი აღსასრული ახლოვდება” – ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბირთვული იარაღი აქვს, მაგრამ მისი აღსასრული ახლოვდება.
ამის შესახებ მან ანკარაში პარლამენტში გამოსვლისას თქვა.
„ნეთანიაჰუს აქედან მივმართავ: გაქვს თუ არა ატომური ბომბი? გამოაშკარავეთ, თუ გაბედავთ, მაგრამ ნეთანიაჰუს არ შეუძლია. ჰეი, ისრაელო, შენ გაქვს ატომური ბომბი და მაგით იმუქრები. შენი სიკვდილი ახლოვდება. რამდენი ბირთვული იარაღიც არ უნდა გქონდეს, შენი აღსასრული ახლოვდება“, – თქვა ერდოღანმა.
მან ისრაელს „ტერორისტული სახელმწიფო“ უწოდა.
“ისრაელი ღაზას ატერორებს. ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა”, – თქვა ერდოღანმა ოთხშაბათს თურქეთის პარლამენტში გამოსვლისას.
თურქეთის ლიდერი პროგნოზირებს, რომ ღაზაში ომის შედეგად ისრაელს იმედგაცრუება ელოდება.
„არ ინერვიულონ, ისრაელის დასასრული ასევე იმედგაცრუება იქნება“, – თქვა ერდოღანმა.