ისრაელ-“ჰამასის” ომის შედეგად დაღუპული 39 მამაკაცის სპერმა მომავალი განაყოფიერებისთვის ამოიღეს.
ამის შესახებ ქნესეთის ჯანდაცვის კომიტეტში განაცხადეს.
ჯანდაცვის სამინისტროს შემსუბუქებული რეგულაციების თანახმად, გარდაცვლილი მამაკაცის სპერმის მოთხოვნა მეუღლეებსა და მშობლებს შეუძლიათ.
სპერმის შეგროვების პროცედურა ყველაზე ეფექტურია სიკვდილიდან პირველი 24 საათის განმავლობაში, მაგრამ შესაძლებელია – რამდენიმე დღის განმავლობაშიც გაკეთდეს.
არასამხედრო პერიოდში ამ პროცედურის ჩატარების მოთხოვნა მეუღლეებს შეუძლიათ, ხოლო მშობლებმა ნებართვის მისაღებად სასამართლოს უნდა მიმართონ.
39 მამაკაციდან, რომლებსაც სპერმა აუღეს, 32 ჯარისკაცი იყო, ხოლო 7 – სამოქალაქო პირი.