“კრემენნაიასთან ავიყვანეთ” – რას ჰყვება რუსი სამხედრო ქართველი სნაიპერების დაკავებაზე

უკრაინაში მებრძოლი გიორგი ჩუბითიძე და გიორგი გოგლიძე რუსების ტყვეობაში ლუჰანსკში, კერძოდ, კრემენნაიას მახლობლად აღმოჩნდნენ.

ამის შესახებ “რია ნოვოსტი”-ს “ცენტრ”-ის ჯგუფის სამხედრომ უთხრა, რომელიც ამ მონაკვეთზე იმყოფებოდა.

​”მეტოქის ორი მებრძოლი კრემენსკის მიმართულებით ავიყვანეთ. აღმოჩნდა, რომ ისინი უცხოური ლეგიონის დაქირავებულები იყვნენ”,- თქვა რუსმა სამხედრომ.

რაც შეეხება დაკავებულებს, რომელთა დაკითხვის ვიდეო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, მასში გიორგი ჩუბითიძე ამბობს, რომ “ტყეში ღამით გზა აგვებნა და რუსეთის პოზიციებზე აღმოვჩნდით. მითხრეს, დაწექი და იარაღი დაყარეო. დავემორჩილე მათ ბრძანებას, წინააღმდეგობა არ გამიწევია და ტყვეობაში აღმოვჩნდი”.

ტელეარხმა “ზვეზდამ” დაკითხვის ვიდეოები გაავრცელა, სადაც ქართველები ჰყვებიან უკრაინაში ბრძოლის დეტალებს.

ჩუბითიძის თქმით, მისი ბატალიონის ორმა ფრანგმა ჯარისკაცმა ადგილობრივი მცხოვრები იმიტომ მოკლა, რომ სახლში არ შეუშვა.

„ორი ფრანგი გვყავდა, რომელიც ადგილობრივმა მაცხოვრებელმა სახლში არ შეუშვა და იმ კაცს ესროლეს“, – თქვა მან.

მისი თქმით, უცხოურ ლეგიონში მსახურობენ პოლონელები, ბრიტანელები, ამერიკელები, ბრაზილიელები, ესპანელები და ფრანგები.

ჩუბითიძის თქმით, დაქირავებულთა უმეტესობამ მძიმე დანაშაული ჩაიდინა სამშობლოში და ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მართლმსაჯულებას ემალება.

კიდევ ერთი დატყვევებული ქართველის – გიორგი გოგლიძის თქმით, კონფლიქტის ზონაში მოკლული ყოველი რუსის სანაცვლოდ მას 300 დოლარს დაჰპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები