Forbes საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას ამზადებს
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გამოცემის “Forbes USA” ჟურნალისტს რაჰიმ რაბიმოვს მასპინძლობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრესტურის ფარგლებში გამოცემის წარმომადგენელი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას “Artisanal Heritage of Georgia” ამზადებს.
ტურის ფარგლებში „Forbes”-ის ჟურნალისტმა თბილისის ისტორიული უბნები, ქუთაისი, საჩხერე, ხარაგაული, ბაღდათი მოინახულა, გაეცნო ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს. იმერეთში მოგზაურობის შემდეგ რაჰიმ რაბიმოვი აჭარას ეწვია, სადაც ბათუმი, გონიო, აჭარისწყალი და დანდალო მოინახულა.
„Forbes”-ის ჟურნალისტი სტატიას საქართველოს ტურისტული ადგილების, ქართული კულტურის, კულინარიასა და ღვინის შესახებ ამზადებს.