IDF-მა “ალ-შიფას” საავადმყოფოში ინკუბატორები, ბავშთა კვება და მედიკამენტები მიიტანა
ისრაელის არმიის ინფორმაციით, ღაზაში “ალ-შიფას” საავადმყოფოში “ზუსტი და მიზანმიმართული” ოპერაცია გრძელდება.
არმიის პრესსამსახურის ცნობით, ღამის განმავლობაში ჰოსპიტალთან იყო შეტაკებები “ჰამასთან”, წააწყდნენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს.
ბრძოლების დროს “ჰამასის” რამდენიმე მებრძოლი დაიღუპა.
გარდა ამისა, არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ საავადმყოფოში ტანკებით ჰუმანიტარული დახმარება იქნა მიტანილი, კერძოდ, ახალშობილთა ინკუბატორები, ბავშვთა საკვები და მედიკამენტები.
IDF-ში აცხადებენ, რომ “ადგილზე სამედიცინო ჯგუფები და არაბულენოვანი ჯარისკაცები იმყოფებიან, რათა დახმარება გადაეცეთ მათ, ვისაც ის სჭირდება”.