გიორგი სოსიაშვილი – პატრიარქზე: დარწმუნებული ვარ ის ზეციური საქართველოდან ილოცებს თავისი ხალხისთვის

“დარწმუნებული ვარ ის ზეციური საქართველოდან ილოცებს თავისი ხალხისთვის,”- ამის შესახებ  პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა პატრიარქზე საუბრისას განაცხადა.

“ძალიან მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის პატრიარქზე წარსულში საუბარი, ის ნახევარი საუკუნე მიუძღოდა ჩვენს ხალხს, ამ მძიმე ათეისტურ გარემოში თვალი აუხილა ჩვენს საზოგადოებას და დააყენა სწორ გზაზე. ის ყოველთვის გვახსენებდა ჩვენს მისიას, რაში მდგომარეობდა საქართველოს სულიერი მისია. დარწმუნებული ვარ ის ზეციური საქართველოდან ილოცებს თავისი ხალხისთვის,”- აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები