“არ ვუჭერთ მხარს “ალ-შიფას საჰაერო თავდასხმებს და სროლას საავადმყოფოს შიგნით” – თეთრი სახლი

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა “ალ-შიფას” საავადმყოფოში ისრაელის არმიის შესვლაზე კომენტირებისას თქვა, რომ აშშ კომპლექსის შიგნით სროლისა და საავადმყოფოს საჰაერო იერიშის წინააღმდეგია.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელს Reuters-ი ციტირებს.

„ჩვენ არ ვუჭერთ მხარს საჰაერო თავდასხმებს საავადმყოფოზე და არ გვსურს, ვიხილოთ სროლა საავადმყოფოს შიგნით, სადაც უდანაშაულო ადამიანები, უმწეო ადამიანები, ავადმყოფები არიან, რომლებიც სამედიცინო დახმარების მიღებას ცდილობენ“, – თქვა მან და დასძინა, რომ ”საავადმყოფოები და პაციენტები უნდა იყოს დაცული”.

მანამდე, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ ​ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსებობს დამოუკიდებელი სადაზვერვო მონაცემები, რომლის მიხედვით, „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ “ალ-შიფას” სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად იყენებენ და იქ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი აქვს განთავსებული.

გვიან ღამით ისრაელის არმია “ალ-შიფას” საავადმყოფოში შევიდა. ამჟამად, სამხედროები ჰოსპიტლის სარდაფებს ამოწმებენ. როგორც მედიას უსაფრთხოების ძალებში წყარომ უთხრა, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა, ოპერაცია გაფართოვდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები