აშშ-მა და ბრიტანეთმა “ჰამასის” მაღალი რანგის ხელმძღვანელებს ახალი სანქციები დაუწესეს
შეერთებულმა შტატებმა ღაზას სექტორის მმართველი მოძრაობის – “ჰამასის” მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.
ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის ვებგვერდზეა ნათქვამი.
ეს არის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ “ჰამასის” წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მესამე რაუნდი.
„ამ გადაწყვეტილებით წესდება სანქციები “ჰამასის” ოფიციალური პირების და იმ მექანიზმების წინააღმდეგ, რომლითაც ირანი მხარს უჭერს “ჰამასს” და პალესტინის “ისლამურ ჯიჰადს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეერთებული შტატების პარალელურად, “ჰამასის” წინააღმდეგ ახალ სანქციებს დიდი ბრიტანეთიც აწესებს.
სანქციების სიაში ახალ პირებს შორის არის “ჰამასის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი – მაჰმუდ ალ-ზაჰარი.