რუსეთში კომუნალური მომსახურება 14%-ით გაიზრდება
რუსეთში 2024 წლის მეორე ნახევრიდან – 2028 წლებში კომუნალურ მომსახურებაზე ტარიფები გაიზრდება.
შესაბამისი ბრძანება რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გეგმის მიხედვით, მოსკოვში ტარიფების ზრდა შემოიფარგლება 11%-ით, პეტერბურგში – 9,8%.
მოსკოვის რეგიონს შეუძლია ინდექსის გაზრდა 10,7%-ით, ლენინგრადის რეგიონს – 10,2%-ით, ომსკის რეგიონს – 14%-ით.
ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკა ტარიფების გაზრდა -13,7%-ზე უნდა დაადგინოს; ხაკასიამ – 4%-ზე; ჩუკოტკის ავტონომიურმა ოლქმა – 4,9%-ზე.
ამავდროულად, როგორც იზვესტია” რისსტატ-ზე დაყრდნობით წერს, რუსების საბინაო და კომუნალური მომსახურებისთვის დავალიანება უკვე ტრილიონ რუბლს უახლოვდება.
2023 წლის პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, ეს თანხა 876,4 მილიარდ რუბლს შეადგენდა, 2022 წელს ის 72 მილიარდით გაიზარდა.