ფაშინიანმა კუხო-ს საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვა

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი კუხო-ს (ОДКБ) საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

Armenpress წერს, რომ, ბელარუსული მხარის ინიციატივით, ნიკოლ ფაშინიანსა და ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც განიხილებოდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს სხდომის გამართვის საკითხი.

საბჭოს სხდომა 23 ნოემბერს მინსკში გაიმართება.

ფაშინიანმა ლუკაშენკოს აცნობა, რომ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს და იმედი გამოთქვა, რომ CSTO-ს პარტნიორები ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები