უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ირაკლი ქურციკიძე დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.
“უძლიერესი და უნიჭიერესი ქართველი ოფიცერი დაეცა გმირულად ორი დღის უკან, უბრალოდ, არ ვწერდით იქამდე, სანამ ოჯახი არ გაიგებდა.
ირაკლი ქურციკიძე, უდიდესი სახელი დატოვე უკრაინაში, ძმაო, საქართველოს სასახელოდ”, – წერს ვანო ნადირაძე.