რუსეთში, დენთის ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა
რუსეთის რაიონში, ქალაქ კოტოვსკში მდებარე დენთის ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მომხდარის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.