„ბიუროკრატიული ტერორისტული თავდასხმა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ“ – ვიქტორ ორბანი პოლონელი ევროდეპუტატებისთვის იმუნიტეტის მოხსნაზე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი პოლონელი ევროდეპუტატებისთვის იმუნიტეტის მოხსნას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ორბანმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბიუროკრატიული ტერაქტი უწოდა.

„ბიუროკრატიული ტერორისტული თავდასხმა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ: ევროპარლამენტმა მოუხსნა იმუნიტეტი „კანონის და სამართლიანობის“ ოთხ დეპუტატს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ გამოსვლის გამო. დასასრულის დასაწყისი… დილა მშვიდობისა, ევროპა!“, – წერს ვიქტორ ორბანი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები