“ისრაელი თურქეთის მოთმინებას ცდის” – ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელი აგრძელებს თურქეთის მოთმინების გამოცდას, მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარით.
თურქული მედის ცნობით, ასეთი განცხადება თურქეთის ლიდერმა ბეშტეფის კულტურულ კომპლექსში მუსტაფა ქემალ ათათურქის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.
”ისრაელი ცდის ჩვენს მოთმინებას იმ მიწებზე ილუზიებით, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიასაც მოიცავს, ასევე, ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარით” – თქვა მან.
ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის მხარე “პასუხისმგებელია და დაგმობილი იქნება მთელი კაცობრიობის წინაშე”.
„იმ ძალით, რომელსაც ვიღებთ კოლექტიური სინდისისგან, ჩვენ გავაგრძელებთ პალესტინელების სრულ მხარდაჭერას. ჩვენ არ შევწყვეტთ სიმართლის თქმას, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი პალესტინელი ხალხის სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოება, განსაკუთრებით – ღაზას მაცხოვრებლების, რომლებიც იბრძვიან სამშობლოს და საკუთარი სიცოცხლის დასაცავად“, – დასძინა მან.