თურქეთმა, ეგვიპტემ და ისრაელმა ღაზას სექტორიდან დაჭრილების გამოსაყვანად ჯგუფი ჩამოაყალიბეს

თურქეთმა, ეგვიპტემ და ისრაელმა ღაზას სექტორიდან დაჭრილების გამოსაყვანად საკოორდინაციო ჯგუფი შექმნეს, – განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ.

„ღაზას სექტორიდან პაციენტების გაყვანის დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში, დამყარდა კონტაქტი ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროსთან და შეიქმნა ჯანდაცვის საკითხებზე საკოორდინაციო ჯგუფი თურქეთს, ეგვიპტესა და ისრაელს შორის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 9 ნოემბერს ეგვიპტელ კოლეგასთან მოლაპარაკებები გამართა.

“თურქი სამედიცინო პერსონალი, ეგვიპტელ კოლეგებთან ერთად, ღაზადან ჩამოსულ პაციენტებს უმკურნალებს. მეორე ეტაპზე იგეგმება თვითმფრინავით იმ პაციენტების გამოყვანა, რომელთა მდგომარეობაც ამის საშუალებას იძლევა”, – დასძინა მინისტრმა.

რაფაჰის გავლით ათასობით ავადმყოფის და დაჭრილის გაყვანა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები