Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო კორპორატიულ ბანკად დაასახელა
ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ – Euromoney, საქართველოში პირველად დაასახელა საუკეთესო კორპორატიული ბანკი და ნომინაციაში თიბისიმ გაიმარჯვა.
„ჩვენთვის Euromoney-ის ჯილდო მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. ეს გამარჯვება, ჩვენი გუნდის თითოეული წევრის დამსახურებაა. წამყვანი პოზიციები გვაქვს საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელ ყველა სექტორში: ენერგეტიკა, ჰორეკა, უძრავი ქონება, სამშენებლო მასალები, ჯანდაცვა, ვაჭრობა, წარმოება, განათლება, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ავტოინდუსტრია. თიბისის 31 წლიან ისტორიაში, ჩვენ გვყავს ისეთი პარტნიორები, რომლებიც ათწლეულებია გვენდობიან და ჩვენთან ერთად, წარმატებით ვითარდებიან, რაც ჩვენი საქმიანობის მთავარი მოტივაციაა”, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
თიბისის ჯილდო ბაზარზე ლიდერის პოზიციამ და კორპორატიული კლიენტების საჭიროებებზე მორგებულმა პროდუქტებმა და მომსახურებამ განაპირობა. ჯამში თიბისის პორტფელი 4994 კორპორატიულ კლიენტს აერთიანებს. თიბისი დეპოზიტიების, დაკრედიტებისა და ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, ბაზარზე 43%-48%-იან წილს იკავებს. R