საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში, ​იასპერ მოლერს შეხვდა

გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალ წარმომადგენელს საქართველოში, იასპერ მოლერს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე – ნათია მერებაშვილი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, გენერალურმა პროკურორმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში პროკურატურის მიერ განხორციელებული რეფორმების და არსებული ტენდენციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრის მონაწილეებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში UNICEF-თან თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულ, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები