CNN: შეერთებულმა შტატებმა ირანს პირდაპირ აცნობა, რომ რეგიონში ვითარების ესკალაციას არ ცდილობს

შეერთებულმა შტატებმა „დამატებით ძალისხმევას მიმართა, რომ ირანისთვის პირდაპირ ეცნობებინა”, რომ ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციას არ ცდილობს.

ამის შესახებ CNN-ს პენტაგონის მაღალჩინოსანმა უთხრა.

აღნიშნულია, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პენტაგონმა სირიაში იარაღის საწყობზე საჰაერო თავდასხმა მიიტანა, რომელსაც ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი იყენებდა.

აშშ-ში განაცხადეს, რომ ეს იყო პასუხი ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების თითქმის ყოველდღიურ თავდასხმებზე რეგიონში აშშ-ის ჯარებზე.

„ისრაელსა და “ჰამასს” შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, ჩვენ გადავდგით დამატებითი ნაბიჯები ირანთან პირდაპირი კონტაქტების დასამყარებლად.  ვცდილობთ, ავუხსნათ, რომ ჩვენი ქმედებები არ ნიშნავს ისრაელსა და “ჰამასს” შორის კონფლიქტის მიმართ მიდგომის შეცვლას და არ გვაქვს განზრახული რეგიონული კონფლიქტის ესკალაცია”,- ამბობს პენტაგონის მაღალჩინოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები