Reuters: “ჰეზბოლას” რუსული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების ძლიერი არსენალი გააჩნია
ლიბანურ “ჰეზბოლას” არსენალში რუსული შორი მანძილის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები გააჩნია, რომლებიც შესაძლოა, ხმელთაშუა ზღვაში ამერიკული ხომალდების წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.
ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გასულ კვირას “ჰეზბოლას” ლიდერმა, ჰასან ნასრალამ თქვა, რომ მას არ აშინებს ამერიკული ხომალდები და, კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში, დაჯგუფებას “მათი განადგურების მკაფიო გეგმა” აქვს.
Reuters-ის ლიბანში ორმა წყარომ უთხრა, რომ ნასრალა გულისხმობდა დაჯგუფების მნიშვნელოვნად გაზრდილ შესაძლებლობებს, რომელიც მოიცავს რუსული წარმოების Yakhont (P-800 Onyx) რაკეტას 300 კმ დისტანციით.
მედია და ანალიტიკოსები წერდნენ, რომ “ჰეზბოლამ” ეს რაკეტები სირიაში შეიძინა. თავად დაჯგუფებას არასდროს დაუდასტურებია ასეთი იარაღის არსებობა.
“ჰეზბოლას” პრესსამსახურში Reuters-ის კითხვას არ უპასუხეს.