საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

ევროკომისიის მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების აღსანიშნად, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი სიმბოლურად ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში დღეს გამოაქვეყნა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპის საბჭოს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს საქართველოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები