ირაკლი ღარიბაშვილი: სამწუხაროდ, გარდაცვლილი თამაზ გინტური არ ყოფილა პირველი და მანამდეც, წინა ხელისუფლების დროს გვახსოვს მძიმე ფაქტები ჩვენი თანამოქალაქეების გატაცების, უკანონო დაკავების, წამების და მოკვლის, რატომღაც აღარ ახსენდებათ ამ ადამიანებს, რომ მათი მმართველობის დროს მოხდა ეს ყველაფერი
უმძიმესი ფაქტი მოხდა, თითოეული ადამიანის სიცოცხლე არის ჩვენთვის უძვირფასესი, მაგრამ აქვე მინდა, ვთქვა, რომ დღეს არავის არ ეპარება ეჭვი. დღეს რომ ყოფილიყო ისევ ,,ნაციონალური მოძრაობა,, ხელისუფლებაში, დღეს აქ იქნებოდა ომი, უბედურება, ნგრევა. ქვეყანა ვერ მიიღებდა სტატუსს და ვერც მშვიდობა ვერ იქნებოდა, ეკონომიკური განვითარება, აღმასვლა და ასე შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გარდაცვლილი თამაზ გინტური არ ყოფილა პირველი და მანამდეც, წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა მძიმე ფაქტები საქართველოს მოქალაქეების გატაცების, უკანონო დაკავების, წამების და მოკვლის,
„მე კიდევ ერთხელ მსურს, ჩემი გულითადი სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი თამაზ გინტურის ოჯახს მის ახლობლებს ყველას და საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი დანაშაული და ოკუპაციის მძიმე შედეგი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმკით იცით, რომ ეს არის სამწუხაროდ შედეგი იმ ოკუპაციისა, რომელიც დამყარდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. მე დღეს, ასეთი პოზიტიური დღეს მესაუბრა წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაზე და მე ახლა აღარ ჩამოვთვლი ამ პოზიტიურ დღეს ამ მძიმე მემკვიდრეობას. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა და მძიმე დანაშაული, გნებავთ გამოუსწორებელი შეცდომა თუ მძიმე წარსული მემკვიდრეობა ეს არის ოკუპაცია. ეს არის 100-ზე მეტი სოფლების ჩაბარება ოკუპანტისთვის, კოდორის ხეობის, ათიათასობით დევნილის მიღება, ასეულობით ჩვენი თანამოქალაქის, გმირი ჯარისკაცების, პოლიციელების სამოქალაქო აქტივისტების ასე ვთქვათ მკვლელობა, გარდაცვალება ამ ომში. ეს არის ტრაგედია ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გვერგო. ჩვენ, მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი მათ მიერ დატოვებული უმძიმესი დანაშაულები გამოვასწორეთ არაერთ სფეროში, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ჯერ კიდევ ვერ შევძელით გამოსწორება იმ მძიმე მემკვიდრეობის რასაც ჰქვია ოკუპაციის დასრულება, მაგრამ მე მჯერა, ჩვენი თანმიმდევრული გონივრული პოლიტიკის შედეგად, ჩვენ მშვიდობიანად მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას.
კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო რომ სახელმწიფო დგას გარდაცვლილი თამაზ გინტურის ოჯახის გვერდით. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით, რაც საჭირო არის, მაგრამ რა თქმა უნდა ამ სიტუაციაში ძნელია, შეუმსუბუქო ამ ოჯახს და მის ახლობლებს ტკივილი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ასევე მიუღებელი და ამორალურია ის ქმედება, საქციელი, რომელიც ვიხილეთ ოპოზიციის მხრიდან. მე მახსენდება ჯერ კიდევ მათი მმართველობის დროს რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქის მკვლელობის ფაქტი ასევე საოკუპაციო ძალის მიერ, მაგრამ რატომღაც არ მახსენდება მათგან ისეთი აჟიოტაჟ, როგორიც დღეს ატეხეს. სამწუხაროდ, საუბედუროდ, ბატონი გარდაცვლილი თამაზ გინტური არ ყოფილა პირველი და მანამდეც წინა ხელისუფლების დროს 2009-2010-2011-2012 წლებში თუ არ ვცდები სამწუხაროდ ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად და მედიას ახსოვს კარგად ძალიან მძიმე ფაქტები ჩვენი თანამოქალაქეების გატაცების, უკანონო დაკავების, წამების და მოკვლის და რატომღაც აღარ ახსენდებათ ამ ადამიანებს, რომ მათი მმართველობის დროს მოხდა ეს ყველაფერი და მათი მმართველობის შედეგია ეს მძიმე მემკვიდრეობა, ოკუპაცია, ბორდერიზაცია, მათ შორის, სოფელი კირბალი აგვისტოს ომამდე ჩვენი კონტროლის ქვეშ იყო და დღეს ვხედავთ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპაციის მეორე მხარეს საოკუპაციო ზოლის მეორე მხარეს. ჩვენ ამას კარგად ვაცნობიერებთ, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა, ჩვენ ვაგებთ პასუხს ჩვენი ის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, მე შემთხვევით არ მიხსენებია ჩვენ გვაქვს ერთადერთი უპრეცედენტო უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი როცა ქვეყანას არ ქონია ომი, არ დაუკარგავს ტერიტორიები.
უმძიმესი ფაქტი მოხდა, თითოეული ადამიანის სიცოცხლე არის ჩვენთვის უძვირფასესი, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ დღეს არავის არ ეპარება ეჭვი. დღეს რომ ყოფილიყო ისევ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში, დღეს აქ იქნებოდა ომი, უბედურება, ნგრევა. ქვეყანა ვერ მიიღებდა სტატუსს და ვერც მშვიდობა ვერ იქნებოდა, ეკონომიკური განვითარება, აღმასვლა და ასე შემდეგ.
აქვე მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რაც მე უკვე არაერთხელ მითქვამს, ჩვენი ხელისუფლება რომ ყოფილიყო 2008 წელს ეს ომი არ მოხდებოდა. ჩვენ არ დავკარგავდით კოდორის ხეობას, 100-ზე მეტ სოფელს და ამდენი ადამიანი არ დაიხოცებოდა ამ სასტიკ ომში. დღეს არ გვექნებოდა 20% ოკუპირებული რუსეთის მიერ.
ეს რეალობაა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დესტრუქციულ რადიკალურ ოპოზიციას, რომ მათ არ აქვთ უფლება, რომ საერთოდ ხმა ამოიღონ და რაიმე კრიტიკული თქვან ხელისუფლების მიმართ. ხმის ამოღების უფლება არ აქვთ ამ ადამიანებს. იმიტომ, რომ მათ ყველაზე მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს. მიატოვეს კოდორის ხეობა, ჩახოცეს ჩვენი გმირი ჯარისკაცები, დატოვეს ბრძოლის ველზე, 100-ზე მეტი სოფელი ჩააბარეს ოკუპანტს და რუსული ჯარი, რომელიც გასული იყო 2007 წელს – ვიმეორებ, 2007 წელს დატოვა რუსულმა ჯარმა ჩვენი ტერიტორია შემოაბრუნეს რამდენიმე თვეში. მათი უგუნური, წინდაუხედავი თუ არ ვიცი, მიზანმიმართული, არ ვიცი … ამ კითხვაზე პასუხს ჩვენი თაობა მიიღებს, მჯერა.
მაშინ, როდესაც მათი ხელისუფლების დროს თამაზ გინტურის მსგავსად ჰქონდა ტრაგიკული შემთხვევები, კი არა მკვლელობის ფაქტები, საოკუპაციო ძალის მიერ, ჩვენი მოქალაქეების, პარალელურ რეჟიმში, იმავე დროს წინა ხელისუფლება – აი ეს მოღალატე, უნდა ვთქვა, გამყიდველი ხელისუფლება, უნდა ვთქვა, ,,ნაც მოძრაობის,, სახით აძლევდა სტრატეგიულ ობიექტებს რუსეთის სახელმწიფოებს კომპანიებს.
ფეხქვეშ ეფინებოდა ომის დროს მიწაზე გართხმული. გვახსოვს ჩვენ კარგად ყოფილი პრეზიდენტი, ფეხქვეშ ეფინებოდა და თავად ემუდარებოდა რუს ტურისტებს, რომ შემოსულიყო საქართველოში. მაშინ, როცა ჩვენ ვხედავდით, რომ აი, ასეთი დანაშაული ხდებოდა.
ამიტომ, აქ საუბარი არის ორმაგ და ათმაგ სტანდარტებზე. საინტერესო აღარ არის ამ ადამიანების განცხადებების მოსმენა. ერთი რამ მინდა, ვთქვა, რომ მათ არ აქვთ უფლება, რაიმე კრიტიკული თქვან ჩვენი ხელისუფლების მისამართით, იმიტომ რომ ჩვენ მათ მიერ გაფუჭებულ და დანგრეულ საქმეს ვასწორებთ“, – განაცხადა პრემიერმა.