სოფელ ბებნისში გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა , დაათვალიერეს სოფელ ბებნისში გზის ასფალტირების სამუშაოები.
“პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 750 გრძ. მეტრი გზის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების, მიერთებებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობა.
ამ ეტაპზე იგება გზის ქვედა ფენა მსხვილმარცვლოვანი ასფალტობეტონის საფარით.
სამუშაოები სრულდება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სამუშაოებს ასრულებს ამხანაგობა ,,გზა 2023″,”- წერია ინფორმაციაში.