პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირი გმობს მომხდარ ინციდენტს და მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც გატაცებულია
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის გატაცების ფაქტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ევროკავშირი რუსეთს საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
“ევროკავშირი გმობს ამ ინციდენტს და მოუწოდებს რუსეთს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საქართველოს მოქალაქე რომელიც გატაცებულია. რუსეთის ოკუპაცია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში აბსოლუტურად არალეგალურია”,- განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ცნობისთვის, ორი დღის წინ სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე – თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს.