“თავისი ფეხით წაჰყვა, ამით ვარ დარწმუნებული, რომ ცოცხალია” – ოკუპანტების მიერ დაკავებული დოთიაშვილის მამა
“დაიჭირეს და წაიყვანეს, სხვა რა. ერთი მოკლეს, მეორე წაიყვანეს”, – ამის შესახებ სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილის მამა აცხადებს.
დოთიაშვილი ფიქრობს, რომ მისი შვილი ცოცხალია.
“სხვა რა გავიგეთ. ერთმა მითხრეს, წითელი ეცვა და წაიყვანესო, დანარჩენი არაფერი. ერთი მაგით ვარ დარწმუნებული, რომ ცოცხალი არის, რომ თავისი ფეხით წაჰყვა. დანარჩენი არაფერი ვიცი”, – ამბობს ლევან დოთიაშვილის მამა.
ცნობისთვის, ორი დღის წინ სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე – თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს.