“ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე” – თბილისში ახალი წარწერები გამოჩნდა

თბილისის ქუჩებში ახალი საპროტესტო წარწერებია. “დროას” და “გირჩი – მეტი თავისუფლების” სამოქალაქო აქტივისტებმა ქუჩებში ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის გზავნილები წააწერეს.

“ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ამჭედის დედას შე**** – თამაზ გინტური”, – წერია დედაქალაქის ქუჩებში.

ერთ-ერთი აქტივისტის თქმით, გინტურის სიტყვები მაგალითი უნდა იყოს.

“წარწერების გამოჩენა ემსახურება იმას, რომ არ დავივიწყოთ თამაზ გინტურის ბოლო სიტყვები. გვახსოვდეს და მაგალითად გვქონდეს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი მაშინ, როდესაც მას თავის მიწას ართმევენ… სიცოცხლის ფასად დაიცვეს ამ ადამიანებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა”,- ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.

ცნობისთვის, ორი დღის წინ სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე – თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები