ზაზა ლომინაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა ლომინაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) არაგადამდებ დაავადებათა გლობალური პლატფორმის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ, რათა ადგილზე ნახონ და შეისწავლონ, თუ როგორია მდგომარეობა არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებით, რას ვაკეთებთ ამ კუთხით საქართველოს პარლამენტი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ისინი რეგიონებსაც ეწვევიან, შეაფასებენ ჩვენს მიერ განხორციელებულ სამუშაოებს და დაგეგმავენ სამომავლო აქტივობებს. მნიშვნელოვანია, რომ სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს პარლამენტის მუშაობას არაგადამდები დაავადებების მიმართულებით და, ზოგადად, ჯანმო-სთან თანამშრომლობას”, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ შეხვედრის შემდეგ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს დიდი მიღწევები აქვს თუნდაც თამბაქოს კონტროლის მიმართულებით, რაშიც უდავოდ დიდია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წვლილი, ასევე, მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო ჯანმო-სთან თანამშრომლობა სხვა საკანონმდებლო აქტების მიღების დროსაც.

მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი – სილვიო დომენტე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი – კახა ღვინიანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები