IDF: “ჰამასის” ლიდერების მეოთხედზე მეტი ახლო აღმოსავლეთში იმალება

“ტერორისტული ორგანიზაციის – “ჰამასის” უმაღლესი პოლიტიკური და დიპლომატიური ხელმძღვანელობა ცხოვრობს და მოქმედებს ღაზას სექტორის გარეთ”, –  განაცხადეს  ისრაელის სამხედრო დაზვერვის დირექტორატში.

IDF-ის ცნობით, “ჰამასის” ოფიციალური პირების მეოთხედზე მეტი, მათ შორის, ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი – ისმაილ ჰანია, მოქმედებს ღაზას სექტორის გარეთ, მათ შორის, ირანში, კატარში, ლიბანსა და თურქეთში.

ჰანია, რომელიც 5 ნოემბერს ირანის აიათოლა ალი ხამენეის შეხვდა, ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელია და მოქმედებს დოჰადან.

IDF-ის ცნობით, ,,ჰამასის,, ზოგიერთი უცხოური ფილიალი ფუნქციონირებს ისეთ ქვეყნებში, სადაც დაჯგუფებას ოფიციალური წარმომადგენლობა  არ ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები