პესკოვი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პუტინი კენჭს იყრის

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ არ განუცხადებია, – თქვა მისმა პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

„პუტინს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ განცხადება არ გაუკეთებია. თავად კამპანიაც ჯერ ოფიციალურად არც  გამოცხადებულა“, – აღნიშნა მან.

Reuters-ის 6 წყაროს ინფორმაციით, პუტინი 2024 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც ერთ-ერთმა წყარომ თქვა, უკვე რამდენიმე კვირაში შესაბამისი მინიშნება გაკეთდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები