Reuters: პუტინმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში, რაც მას, სულ მცირე, 2030 წლამდე ხელისუფლებაში ყოფნის შესაძლებლობას მისცემს.

ამის შესახებ Reuters-ს ექვსმა წყარომ განუცხადა.

როგორც გამოცემას უთხრეს, პუტინის კენჭისყრის შესახებ ინფორმაციამ უკვე გამოჟონა და მრჩევლები კამპანიისა და არჩევნებისთვის ემზადებიან.

“გადაწყვეტილება მიღებულია – ის იყრის კენჭს”, – თქვა ერთ-ერთმა წყარომ.

მისი თქმით, რამდენიმე კვირაში ამის მინიშნება გაკეთდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები