ანი მანასიანი: სახელმწიფო ენის შესწავლით ვიღებ მეტ განათლებას რითაც საქართველოში ჩემს მომავალს ვქმნი

ანი მანასიანი ეროვნებით სომეხი ახალგაზრდაა. გაიზარდა და ცხოვრობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხის მუნიციპალიტეტში. ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან გაითავისა, რომ საქართველოს მოქალაქეობა იყო პასუხისმგებლობა და სახელმწიფო ენის სწავლა აუცილებელი იყო.
ენობრივი კომპეტენციების განვითარებისთვის მე-10 კლასის მოსწავლემ გადაწყვიტა, ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელი გამხდარიყო.
როგორც თავად გვიამბობს, A2 დონის დასრულების შემდეგ არც კი დაფიქრებულა, ისე გააგრძელა სწავლა B1 დონეზე.

,,სხვაგვარად წარმოუდგენელიც იყო. იმდენად საინტერესო და მრავალფეროვანია გაკვეთილები ჟვანიას სკოლაში. ვერც კი ამჩნევ, დრო ისე გადის. სახელმწიფო ენის შესწავლით ვიღებ მეტ განათლებას, მეძლევა მეტი საშუალება საზოგადოებაში ინტეგრაციისა და პიროვნული განვითარებისთვის, რითაც საქართველოში ჩემს მომავალს ვქმნი”, – ამბობს ანი
მისი თქმით, ქართული ენის უკეთ შესწავლით მისი ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა, გაუმარტივდა ახალ ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარება და არაერთი მეგობარი შეიძინა.
მოგვიანებით, ჟვანიას სკოლის ჟვანიას სკოლის „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ინტეგრაციის“ პროგრამის მონაწილეც გახდა, რაშიც ხელი სახელმწიფო ენის საკმაოდ კარგად ცოდნამ შეუწყო. ანი იხსენებს იმ 10 დღეს, რომელიც პროგრამის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომაგდენელ თანატოლებთან ერთად გაატარა”.

პროგრამა 10 დღეს გაგრძელდა და შემიძლია, სიამაყით ვთქვა, რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო 10 დღე. ეს არ იყო მხოლოდ სატრენინგო პროცესი, სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციების გარდა, პროგრამა დატვირთული იყო შემეცნებითი და შემოქმედებითი ნაწილითაც. უკეთ გავიცანით დასავლეთი საქართველო თავისი ღირსშესანიშნაობებით. ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც მინდა, რომ ბევრ ჩემს თანატოლსაც მიეცეს”, – აღნიშნავს თავად.

ანა ახლა საკუთარ მეგობრებს უამბობს იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც მათთვის სახელმწიფო ენის შესწავლით იხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები