საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებისთვის ევროკავშირის პროექტის ერთკვირიანი ტრენინგ კურსი თემაზე – ღია დაზვერვისა (OSINT) და ონლაინგამოძიების შესავალი დაიწყო
ფინანსთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის CyberEast-ის, „ევროკავშირის სამართალდამცავ უწყებათა ტრენინგის სააგენტოსა“ (CEPOL) ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (OSCE) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში იმართება ტრენინგ კურსი „ღია დაზვერვისა (OSINT) და ონლაინგამოძიების შესავალი ფინანსთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის“ (Open-Source Intelligence (OSINT) and Online Investigation for the investigators of the Ministry of Finance). ტრენინგში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 25 გამომძიებელი იღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტრენინგი მიზნად ისახავს ფინანსთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის პრაქტიკული უნარების გაღრმავებას, OSINT ინსტრუმენტების სწორ გამოყენებასა და არსებული მეთოდოლოგიის გაცნობას.
ტრენინგს წარუძღვებიან ევროკავშირის ექსპერტები, რომლებიც თეორიული მასალებითა და პრაქტიკული დავალებებით მონაწილეებს გაუზიარებენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას ღია დაზვერვის მეთოდოლოგიაში. კურსი ხორციელდება ონლაინფორმატში, ევროკავშირის სამართალდამცავ უწყებათა ტრენინგის სააგენტოს LEED პლატფორმის მეშვეობით.