“ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რომ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით ვცდებოდი” – ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი

ჩეხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა განაცხადა, რომ მის კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა ​ვლადიმერ პუტინის მიმართ მისი კეთილგანწყობა იყო.

ამის შესახებ მან ტელეარხ Nova-ს ეთერში თქვა.

წამყვანის კითხვაზე, რა იყო მისი ყველაზე დიდი წარუმატებლობა პრეზიდენტობის პერიოდში, მილოშმა თქვა, “ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებით სრულიად ვცდებოდი, რადგან მხოლოდ არაგონიერ ადამიანს შეეძლო ისეთი ტრაგიკული შეცდომის დაშვება, როგორიცაა უკრაინაში შეჭრა“.

ზემანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეჭრამ ზიანი მიაყენა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ თავად რუსეთსაც.

ზემანი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტს 2023 წლის გაზაფხულამდე იკავებდა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, ის კეთილგანწყობილი იყო რუსეთის მიმართ. კერძოდ, ის მოუწოდებდა უკრაინას და მსოფლიო თანამეგობრობას, შეგუებოდნენ რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები