იმოქმედებს თუ არა ნათლობის ახალი წესი ძველ ნათლიებზე – ანდრია ჯაღმაიძის განმარტება

იმოქმედებს თუ არა ნათლობის ახალი წესი ძველ ნათლიებზე – აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტებას აკეთებს.

ამასთან, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნათლობის ძველ წესთან დაკავშირებულ ამონარიდებს აქვეყნებს.

“სინოდის განჩინებაში ასახულია ნათლობასთან დაკავშირებული ძველი წესი, იხილეთ 1875 წლის სახელმძღვანელოდან შესაბამისი ამონარიდი.

2023 წლის 2 ნოემბრის სინოდის განჩინებაში არ იგულისხმება უკუქმედება, ანუ აქამდე შესრულებულ ნათლობაში მონაწილეთა მიმართ რაიმე ცვლილება არ იგულისხმება”,- წერს ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სინოდის განჩინების თანახმად, ნათლია უნდა იყოს ერთი, დასაშვებია ორიც, სამამდე გაზრდა ნებადართულია პატრიარქის ნათლიად დადგომის შემთხვევაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები