ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, სამოგზაურო გამოცემის “Transit”-ის ჟურნალისტებს უმასპინძლა
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო გამოცემის “Transit”-ის ჟურნალისტებს უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყველაზე პოპულარული იაპონური გამოცემის ჟურნალისტებმა, საქართველოს რეგიონებში იმოგზაურეს.
მოინახულეს მაღალმთიანი აჭარა, იმერეთი, კახეთი.
საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიები, უმსხვილეს იაპონურ გამოცემა “Transit”-ში განთავსდება.