თემურ მღებრიშვილს სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკის სპეციალური წოდება მიენიჭა

  თემურ მღებრიშვილს სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკის სპეციალური წოდება მიენიჭა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესაბამისი ბრძანება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ,,სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის N71-ე დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თეიმურაზ მღებრიშვილს მიენიჭოს სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკის სპეციალური წოდება”, – ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც ხელს ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნამდე თემურ მღებრიშვილი შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა. მას აღნიშნულ სტრუქტურაში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება გააჩნია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები