ალექსი არესტოვიჩი უკრაინის პრეზიდენტად იყრის კენჭს
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებში 2024 წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს, თუმცა, საომარი მდგომარეობის გამო, მათი ჩატარების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. ქვეყანაში ასევე განიხილება კენჭისყრის ჩატარების საჭიროება და შესაძლებლობაც.
შესაბამისი შინაარსის კითხვის საპასუხოდ არესტოვიჩმა თქვა, ”დიახ, მე ვიყრი კენჭს”.
მან ასევე დაადასტურა, რომ სოციალურ ქსელებში მის მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, სამხედრო და სხვა რეფორმების წინადადებები – ფაქტობრივად, მისი საარჩევნო პროგრამაა.
„მზად ვართ კისინჯერის ვარიანტისთვის – მოვითხოვთ ნატოში შესვლას იმ ვალდებულებით, რომ იმ მომენტისთვის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას მხოლოდ დიპლომატიური გზით მოვახდენთ პროგრამა სპეციალისტების მიერ იქნება დახვეწილი, დისკუსიის დასაწყებად გამოვაქვეყნე. წინააღმდეგობები, მოსაზრებები, რჩევები, კრიტიკა – მისასალმებელია“, – თქვა მან.