ეგვიპტემ რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ტანკები და ჯავშანტექნიკა განათავსა
ეგვიპტემ ღაზაში, რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ტანკები და ჯავშანტექნიკა განათავსა.
გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს ფოტოებს, რომელშიც საზღვართან მდგომი ათობით ტანკი ჩანს.
ეგვიპტე შიშობს, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომის გამო, შესაძლოა, მათ ქვეყანაში ათიათასობით ლტოლვილი გადავიდეს.
აღსანიშნავია, რომ ეგვიპტე ისრაელთან 1979 წლის სამშვიდობო ხელშეკრულებით შემოიფარგლება, რომლის მიხედვითაც, მას სინაის ნახევარკუნძულზე შეზღუდული რაოდენობის ჯარების განთავსება შეუძლია.