დაღესტნის სასამართლომ მაჰაჩყალის აეროპორტში მომხდარ არეულობაში მონაწილე 5 პირი დამნაშავედ ცნო

დაღესტნის სასამართლომ მაჰაჩყალის აეროპორტში მომხდარ არეულობაში მონაწილე ხუთი პირი ხულიგნობაში დამნაშავედ ცნო და 6-იდან 10 დღემდე პატიმრობა მიუსაჯა.

ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რეგიონის უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ზარემა მამაევამ განუცხადა.

დაღესტნის ხუთ მცხოვრებთან დაკავშირებით არსებული მასალები მაჰაჩყალის სავიცკის რაიონულმა სასამართლომ განიხილა.

„2023 წლის 31 ოქტომბრის სასამართლო გადაწყვეტილებით, მამაკაცები დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.1 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში („მსუბუქი ხულიგნობა“). ერთ-ერთ მათგანს მიესაჯა ადმინისტრაციული პატიმრობა 10 დღის განმავლობაში, ოთხს კი ექვსი დღის ვადით“, – განაცხადა მამაევამ.

ცნობისთვის, 29 ოქტომბერს, გვიან ღამით, დაღესტანში, მაჰაჩყალის აეროპორტში მომიტინგეები შეიჭრნენ, სადაც მანამდე თელ-ავივიდან თვითმფრინავი დაეშვა. პალესტინის მომხრეები ებრაელებზე თავდასხმას აპირებდნენ.

რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აეროპორტში განვითარებული მოვლენების დროს 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის იყვნენ ძალოვანებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები